„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
269
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-08
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016429
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №269

2011 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო­ს­თან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არ­სებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემად­გენლობით:

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავ­მჯდომარე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოად­გი­­ლე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა ბარათაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგა­და­სახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

გოგა გუგავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

დავით თომაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავე­ბის განხილვის სამსახურის უფროსი

დავით ჩხეიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იუ­რი­დიული დეპარტამენტის უფროსი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – პრემიერ‑მინის­ტრის მთავარი მრჩეველი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია