საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
364
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-07-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-08
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016268
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №364

2011 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვ ა ს რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვ ა ს რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 13 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია