,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №463 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
358
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-08
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016264
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №463 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №358

2011 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიურ ო ს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტ ი ს 2009 წლის                  31 ივლისის №463 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიურ ო ს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტ ი ს 2009 წლის 31 ივლისის №463 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №95 , მუხ. 1020 ) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი. ბიუროს უფროსის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფროსი .

4. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობა ს ასრულებს ბიუროს უფროსის მოადგილე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია