„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.115.016058
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 24 ივნისი

დაბა ლენტეხი

 „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში (სსმ, 21/01/2011) შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.“

 გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ამოღებული იქნეს.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი

კრებსითი — სრული ვერსია