საქართველოს მთავრობის
დადგენილება №263
2011 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის #282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის #282 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. #1 დანართის 7.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.2. არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნა)“.
2. #2 დანართის 7.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.2. არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნა)“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური