„რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-30
სარეგისტრაციო კოდი
110060000.39.036.006959
„რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.006.959

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №8

2004 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ” და „ო” ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. „რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №773, მუხ. 89) დამტკიცებული რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანებული რაიონული პროკურატურების ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რუსთავის პროკურატურა – ქ. რუსთავის პროკურატურა და გარდაბნის რაიონული პროკურატურა.”;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული პროკურატურები.”;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ქუთაისის პროკურატურა – ქ. ქუთაისის პროკურატურა, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს რაიონული პროკურატურები.”;

დ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ფოთის პროკურატურა – ქ. ფოთის პროკურატურა და ხობის რაიონული პროკურატურა.”;

ე) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ბათუმის პროკურატურა – ქ. ბათუმის პროკურატურა, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურები.”;

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია