„ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ” საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
1998-04-08
გამოქვეყნების თარიღი
1998-04-08
სარეგისტრაციო კოდი
000000120.01(3).003.000244
„ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ” საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.244

საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)

დადგენილება №2

1998 წლის 8 აპრილი   

 ქ. თბილისი

„ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ” საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მარტის №81 განკარგულებით დამტკიცებული სტრუქტურული გარდაქმნის გაფართოებული მექანიზმის (ESAF-ის) 1998 წლის პროგრამისა და სტრუქტურული გარდაქმნის მეორე კრედიტის (SAC-II) განხორციელების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის მე-17 და მე-18 პუნქტების დავალებებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების და მოხმარების ტარიფების დადგენის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებასთან და ელექტროენერგეტიკის სექტორში საბაზრო წესების მარეგულირებელი დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით კომისიამ დაადგინა:

1. „ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ” საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილების მე-3 მუხლით ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი ტარიფების დაწესებული ვადა, 1998 წლის 1 აპრილი, გაგრძელებული იქნეს და აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები ძალაშია ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის, ტარიფების დაწესების პროცედურის, ელექტროენერგეტიკის სექტორში საბაზრო წესების მარეგულირებელი დოკუმენტების მიღებამდე და მათ საფუძველზე ახალი სატარიფო სისტემის შემოღებამდე”.         

2. ეს დადგენილება გავრცელდეს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 1998 წლის 1 აპრილიდან.

თავმჯდომარე                        ელ. ერისთავი

 

კრებსითი — სრული ვერსია