საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე ჯგუფებში მითითებული იმ საქონლის იმპორტი, რომელიც დღგ-ისგან განთავისუფლებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;
2. მე-18 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 ივნისი.
№1594–რს