ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2011 წლის 28 ივნისი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №10 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №10 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ა. ხუნდაძე
შეტანილი ცვლილებები :
1. ძალადაკარგულია - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 13.10.2011წ.