ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2011 წლის 28 ივნისი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 26,01,2011) ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,საკრებულომ დაადგინა:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 26,01,2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 7.2 პუნქტი.
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ა. ხუნდაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 13.10.2011წ.