საქართველოს კანონი
„გრანტით მიღებული საქონლისა და ფულადი სახსრების დაბეგვრის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „გრანტით მიღებული საქონლისა და ფულადი სახსრების დაბეგვრის თაობაზე“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96) პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში, საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდსა და“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 19 ივნისი.
№1590-რს