საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებით გათვალისწინებული დავალებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
1999-01-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(2).003.000466
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებით გათვალისწინებული დავალებების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი        090.012.003.466

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №21

1999 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებით გათვალისწინებული დავალებების შესახებ

"საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებით გათვალისწინებული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:

1. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

2. აქციზური მარკების სამსახურმა:

ა) დაიწყოს აქციზური მარკების მომხმარებელთა რეგისტრაცია და გასცეს "აქციზური მარკების მომხმარებლის რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა";

ბ) აქციზური მარკების შეძენაზე პირველადი განაცხადების მიღება განახორციელოს მხოლოდ იმ პირებისაგან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან როგორც აქციზური მარკების მომხმარებლები;

გ) აქციზური მარკების სამსახურმა აქციზური მარკების მომხმარებელთა რეგისტრაცია განახორციელოს შესაბამის ჟურნალებში.

დ) უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციების კონფიდენციალობის დაცვა.

3. დამტკიცდეს "აქციზური მარკების მომხმარებლის რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის" თანდართული ფორმა.

4. დაევალოს ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრს უზრუნველყოს ამ ბრძანების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება.

დანართი: „1“ გვერდზე

დ. ონოფრიშვილი

 

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

აქციზური მარკების სამსახური

 

აქციზური მარკების მომხმარებლის

რეგისტრაციის დამადასტურებელი

ც ნ ო ბ ა №

 

მიეცა______________________________________________________________________________

                 (იურიდიული ან ფიზიკური პირის სრული დასახელება)

რომელმაც გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია __________________________________________

___________________________________________________________________________________

        (მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის №, თარიღი)

გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო რეესტრში

ჩართვისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                               თარიღი:       

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                  

იურიდიული მისამართი ___________________________________________________________

_____________________________________________________________________________________                                                                                                     

                                        (სრული მისამართი,  საბანკო რეკვიზიტები)

 

 

ცნობის მფლობელი არის საქართველოში

აქციზური მარკების მომხმარებელი

 

 

ცნობა გაიცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 199 …… წლის

"………."      "…………………………"  №  "………………" ბრძანების საფუძველზე

 

 

 

                                                                                     ____________________________________

                                         

                                                                                                        აქციზური მარკების

                                                                                                        სამსახურის უფროსი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია