საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1584
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-12
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.109
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 103-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვა „საერთაშორისო“ შეიცვალოს სიტყვით „საავიაციო“;

ბ) ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საერთაშორისო“.

2. 128-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საერთაშორისო“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1584–IIს

კრებსითი — სრული ვერსია