საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ.28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მისცემს რეგისტრაციის მოწმობას“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მისამართი.“.
3. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „მიღწევისას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1569-IIს