„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
120-უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-04
სარეგისტრაციო კოდი
190040000.31.056.016007
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის

28 სექტემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 უ.ს.რ.ს დადგენილების (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, №127, III ნაწილი, 04.10.10, მუხ. 1857) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 5 032,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 3 346,1 ათასი ლარი;

 ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 263,5 ათასი ლარი;

 ა.ბ) საქონელი და მომსახურება 1 047,7 ათასი ლარი;

 ა.გ) სხვა ხარჯები 34,9 ათასი ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივები 1 685,7 ათასი ლარი;

ვ) ვალდებულებების კლება 0,2 ათასი ლარი.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე         მ. მახარაძე 

 

ბათუმი,

2011 წლის 24 ივნისი

№120-უ.ს.რ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია