„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის N487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
78
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-30
სარეგისტრაციო კოდი
040200010.22.027.016147
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის N487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №78

2011 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №65, მუხ. 837) წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლების, სიღნაღის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხარაგაულის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ქორწინების სახლს ან უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დაქორწინების მსურველმა პირება უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია