,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
341
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-29
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016259
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №341

2011 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვა (ციფრი): ,,მე-18 მუხლის“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): ,,მე-11 მუხლის“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების №1 დანართის ,,ღ“ ქვეპუნქტში სიტყვების (ციფრის): ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელს,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები (ციფრი): ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 10 თანამშრომელს,“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია