„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
340
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-29
სარეგისტრაციო კოდი
330130000.08.002.016258
„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №340

2011 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის   2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში (სსმ III , 2007 წ., №168, მუხ. 1859) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თანდართული წესი.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ბ.ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები (ციფრები) : „2005 წლის 11 აგვისტოს №140“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „2009 წლის 24 მარტის №57“;

ბ.ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ბ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები (ციფრები): „2005 წლის 11 აგვისტოს №140“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით) : „2009 წლის 24 მარტის №57“;

ბ.ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები (ციფრები): „2005 წლის 11 აგვისტოს“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით) : „2009 წლის 24 მარტის №57“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია