საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობას სამხედრო-სასწავლო შეკრებების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში; მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; სამოქალაქო თავდაცვას; ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას; სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას; კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციას; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელის შეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მობილიზაციას;“.
3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „თ“–„მ“ ქვეპუნქტებად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;“.
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“–„უ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „მ“–„ფ“ ქვეპუნქტებად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.