საქართველოს კანონი
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №18, მაისი, 1994 წ., მუხ. 368) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2011 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს „სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 14 ივნისი.
№4755–Iს