„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1543
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-12
სარეგისტრაციო კოდი
120.160.000.05.001.001.100
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატების“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების“, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატებიდან“ – სიტყვებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებიდან“.

2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატების“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების“.

3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „რეზერვში მყოფი მოქალაქეები“ შეიცვალოს სიტყვებით „რეზერვში მყოფი მოქალაქეები, გარდა პირველი თანრიგის რეზერვისტებისა,“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1543- IIs

 

კრებსითი — სრული ვერსია