„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1541
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-12
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.05.001.001.099
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ან სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში სიტყვების „სამხედრო მოსამსახურეები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და პირველი თანრიგის რეზერვისტები“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1541–IIს

კრებსითი — სრული ვერსია