,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
7-35
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-28
სარეგისტრაციო კოდი
040110030.36.101.016053
,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება № 7-35

2011 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-63 გადაწყვეტილებით (სსმ V, № 21, 03.09.2010, მუხლი 578, გვ .9) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე ) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, განისაზღვრება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“ ;

ბ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ქონების შემძენი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში , თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია . ბეს გადახდის შემთხვევაში , გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული თანხის და ბეს სახით გადახდილი თანხის სხვაობას .“;

გ) მე- 15 მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დღედ ჩაითვლება შესაბამისად, ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის აუქციონატორის ინტერნეტსაიტზე განთავსების დღე“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ზ. სამადაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია