ქ. თბილისის მერიის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
7-30
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-28
სარეგისტრაციო კოდი
190020060.36.101.016048
ქ. თბილისის მერიის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება № 7-30

2011 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ქ. თბილისის მერიის მიერ კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმარების და ბიუჯეტირებისთვის, მსოფლიო ბანკის (წარმოდგენილი IDF-ის სახით) მიერ ქ. თბილისის მერიისთვის გამოყოფილი გრანტის მიღების მიზნით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -12 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ქ. თბილისის მერიას, აღნიშნული გრანტის მიღებაზე.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე                  ზ. სამადაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია