,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.130.016039
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 24 ივნისი

ქ. საჩხერე

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში (სსმ, 13.05.2011.) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

 2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

 ა) განახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის და საჰაერო შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;

 ბ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

 გ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში;

 დ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგენს მას სარეალიზაციოდ;

 ე) ახორციელებენ მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას;

 ვ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;

 ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეირაღების სწორ ექსპლუატაციას;

 თ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;

 ი) საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვით და სამაშველო ღონისძიებებს;

 კ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის სათაური შეიცვალოს შემდეგი შინაარსის სათაურით:

,, სამსახურის უფროსი“.

მუხლი 2

 დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია