სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 160.012.003.403
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის
ბრძანება №61
1998 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1998 წლის 14 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1998 წლის 14 ივლისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში "საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა "A" გაცემის წესის შესახებ" ცვლილების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:
1. ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი:
"სატრანსპორტო ზედნადების აღნიშნულ რაოდენობაზე (ორიგინალი და ასლი)".
ზ. სოსელია