,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
111/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016148
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №111/ნ

2011 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციაში (სსმ III, 24.10.2005 წ., №122, მუხ. 1371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი

პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას, აქვს სრული ან სრულზე მეტი დატვირთვა, და ამავდროულად, მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით”.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია