სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.481
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის
ბრძანება №29
1999 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
”მოგების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტებში ცვილილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 22 მაისის და ”საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონებიდან გამომდინარე შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები ”მოგების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 25 აგვისტოს №224 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.
1. ინსტრუქციის პირველი მუხლის 51-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”51. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის გამოანგარიშების მიზნით ფასს, მათი სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით ადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი რესურსებით სარგებლობის საუწყებათაშორისო სალიცენზიო საექსპორტო საბჭოს რეკომენდაციით“.
2. ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
”ხოლო ერთობლივი შემოსავლებიდან გამოიქვითება 1998 წლის პირველი იანვრის შემდეგ საანგარიშო პერიოდებში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და წარმოშობილი კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვები.“
3. ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ“ ქვეპუნქტში სიტყვები ”კავშირგაბმულობასა და საერთაშორისო გადაზიდვებში“ შეიცვალოს სიტყვებით: ”კავშირგაბმულობასა, საერთაშორისო გადაზიდვებში და მგზავრთა გადაყვანაში.“
4. ინსტრუქციის 26-ე მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: ”ამასთან აღრიცხვის პირველად დოკუმენტებში სრულად და გარკვევით უნდა იყოს ასახული სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, საგანი, თანხა სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეების დასახელება, სამეურნეო ოპერაციის ნამდვილობას უნდა ადასტურებდეს მხარეთა ხელმოწერა“.
5. ინსტრუქციის 26-ე მუხლის მეექვსე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: ”თუ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების მიხედვით გადამხდელის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და კოდექსით დადგენილი ზღვრული ნორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრის მიზნით პირმა უნდა უზრუნველყოს გამოქვითვების საგადასახადო აღრიცხვა“.
6. ინსტრუქციის 30-ე მუხლის მესამე პუნქტში სიტყვა ”კერძოდ“ შეიცვალოს სიტყვით ”ამასთან“.
7. ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციის დანართი №5-ის შესაბამისი ფორმა შეიცვალოს მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციის ახალი დანართი №5-ის შესაბამისი ფორმით.
8. ინსტრუქციის 35-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულნი არიან შეიტანონ ბიუჯეტში მიმდინარე გადასახდელების თანხები წინა საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით შემდეგი ოდენობით:
ა)15 მაისამდე – 30%-ის ოდენობით;
ბ) 15 აგვისტომდე – 30%-ის ოდენობით;
გ) 15 ნოემბრამდე – 40%-ის ოდენობით;“
მაგალითი: შპს ”გორდას“ წლიური გადასახადი 1998 წელს შეადგენდა 5000 ლარს. მომდევნო საანგარიშო წლისათვის შპს ”გორდას“ დაერიცხება ბიუჯეტში სავალდებულო შენატანების სახით მიმდინარე გადასახდელები შემდეგი ოდენობით.
ა) 15 მაისამდე – 1500 ლარი;
ბ) 15 აგვისტომდე – 1500 ლარი;
გ) 15 ნოემბრამდე – 2000 ლარი.
ბ. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. პირები, რომლებსაც წინა საგადასახადო წელს არ ჰქონდათ დასაბეგრი შემოსავალი, მიმდინარე გადასახდელებს იხდიან საანგარიშო წლის გასული კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე, რისთვისაც საგადასახადო ინსპექციაში წარადგენენ სათანადო დეკლარაციას ამ ინსტრუქციის დანართი №7 ფორმის მიხედვით არაუგვიანეს კვარტლის მეორე თვის 20 რიცხვისა.
მაგალითი: შპს ”სხივს“ გასულ წელს არ ჰქონდა შემოსავალი. პირმა საქმიანობა დაიწყო 1998 წლის 10 მაისს. 1998 წლის მეორე არასრულ კვარტალში მან მიიღო შემოსავალი 7000 ლარი, ხარჯებმა შეადგინა 4000 ლარი. ამ შემთხვევაში შპს ”სხივს“ არასრული კვარტალის დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარი (7000-4000), გადაუანგარიშდება წელიწადზე რა მიზნითაც კვარტალის ფაქტიური დასაბეგრი შემოსავალი გაიყოფა კვარტალის ფაქტობრივი ნამუშევარ დღეებზე და გამრავლდება წელიწადის დღეთა რაოდენობაზე 365-ზე. ამ გზით გამოანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 21058 ლარს – (3000:52)X365.
პირი არა უგვიანეს 1998 წლის 20 ივლისისა საგადასახადო ინსპექციაში წარადგენს სათანადო დეკლარაციას.
გამოუანგარიშდება მოგების გადასახადი დასაბეგრი შემოსავლის წლიური თანხიდან (21058X20%) – 4212 ლარი და შესაბამისად დაერიცხება მას მიმდინარე გადასახდელები დარჩენილი სავადოების მიხედვით:
15 აგვისტო – 1264 ლარი (4212X30%)
15 ნოემბერი – 1685 ლარი (4212X40%)
გ. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. თუ გადასახადის გადამხდელი დაასაბუთებს, რომ მიმდინარე საგადასახადო წელს მისი მოსალოდნელი შემოსავალი სულ ცოტა 30%-ით ნაკლები იქნება წინა წლის შემოსავალთან შედარებით და მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე ერთი თვით ადრე მიმართავს საგადასახადო ორგანოს მისი შემცირების თაობაზე, ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით მიმდინარე გადასახდელების თანხები მცირდება შემოსავლების შემცირების პროპორციულად, ხოლო მიმდინარე გადასახდელების შემცირების შემდეგ შემოსავლების ზრდის პირობებში გადამხდელი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელები შემცირებული თანხის ფარგლებში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი შემოსავლის შემცირება და გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელების შემცირებული თანხები, მაშინ გადამხდელს გადახდება საურავი ამ ინსტრუქციის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის დადგენილ ვადამდე დროის მონაკვეთში.
მაგალითი: შპს ”მიმინომ“ 1998 წელს მიიღო შემოსავალი 25000 ლარი, საიდანაც დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 16250. შესაბამისად მას განესაზღვრა მოგების გადასახადის თანხა 3250 ლარი. (16250X20%), რომელიც წარმოადგენს საფუძველს საანგარიშო წლისთვის (1998 წელს) მიმდინარე გადასახდელების გაანგარიშებისა, რომელიც თითოეული სავადოს მიხედვით უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
15 მაისი – 975 ლარი (3250X30%);
15 აგვისტო – 975 ლარი (3250X30%);
15 ნოემბერი – 1300 ლარი (3250X40%);
1999 წლის 15 აპრილამდე შპს ”მიმინომ“ სათანადო დასაბუთებითა და გაანგარიშებით მიმართა საგადასახადო ინსპექციას, რომ მისი მიმდინარე წლის მოსალოდნელი შემოსავლები იქნება 14500 ლარი, რაც 42%-ით ნაკლებია გასული 1998 წლის შემოსავლებთან შედარებით {(25000-14500):25000}X100.
წარმოდგენილი მასალების გაანალიზების საფუძველზე, საგადასახადო ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით იგივე პროპორციით (42%) შემცირდება მიმდინარე გადასახდელები სავადოების მიხედვით და წლიური გადასახადის თანხა ტოლი იქნება 1885 ლარისა {3250-(3250X42%)}, კერძოდ:
15 მაისი – 566 {975-(975X42%)};
15 აგვისტო – 566 {975-(975X42%)};
15 ნოემბერი – 754 {1300-(1300X42%)}.
მიმდინარე გადასახდელების შემცირების შემდეგ საანგარიშო წლის განმავლობაში, თუ არ დასტურდება მოსალოდნელი შემოსავლების შემცირება და პირიქით წარმოდგენილ გაანგარიშებასთან შედარებით ადგილი აქვს შემოსავლების ზრდას ნებისმიერი საგადასახადო წლის ნებისმიერი პერიოდისათვის მაშინ გადამხდელის მიერ ხდება მიმდინარე გადასახდელების დაზუსტება და მათი გადახდა.
მაგალითი: პირობები იგივეა, როგორც წინა მაგალითში. იმ განსხვავებით, რომ პირის წლიურმა მოსალოდნელმა შემოსავალმა შეადგინა 17000 ლარი. მათ შორის კვარტალების მიხედვით ნაზარდი ჯამით:
I კვარტალი – 4610 ლარი, 6 თვე – 10700 ლარი, 9 თვე – 14000 ლარი და წლის დანარჩენ პერიოდში 3000 ლარი.
ამ შემთხვევაში პირმა 15 მაისს და 15 აგვისტოს თითოეული სავადოების მიხედვით მიმდინარე გადასახდელების სახით უნდა გადაიხადოს 566 ლარი, ამასთან 15 ნოემბრის სავადოს მიხედვით, როდესაც მოსალოდენლი შემოსავლების მონაცემები უკვე ირკვევა წლის დასაწყისიდან. ეს უკანასკნელი მეტი იქნება შემოსავლების გაცხადებულ წლიურ ოდენობაზე (14500 ლარი); მეწარმე ვალდებულია 15 ნოემბრის სავადოს მიხედვით ამ წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში გაზარდოს მიმდინარე გადასახდელების ოდენობა წლის ბოლომდე მოსალოდენლი შემოსავლების პროპორციით. ადრე შემცირებული თანხის ფარგლებში გასული წლის გადასახადის ოდენობასთან შედარებით (3250-1885); მაგალითის შემთხვევაში 17.2 პროცენტი (17000:14500) და გადაიხდის 883 ლარს (753X1.172); წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადახდება საურავი შემცირებულ თანხაზე 130 ლარზე (883-753) მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან, 15 ნოემბრიდან დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე ან თანხის გადახდის ვადამდე, თუ მიმდინარე გადასახადის გადახდა ხდება მომდევნო საგადასახადო წელს.
დ. ამოღებული იქნეს ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ხოლო მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად.
მ.ჩიკვილაძე
დანართი №7
| 1.იურიდიული პირის დასახელება –––––– 2.გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ––––– 3.მისამართი ––––––––– 4.ტელ № –––––––––
| საგადასახადო ინსპექციას
(წარდგინება არა უგვიანეს კვარტალის მეორე თვის 20 რიცხვისა) |
დეკლარაცია
ფაქტობრივი მოგების შესახებ
199 წ. _______ მიხედვით
(კვარტალის)
ნაწილი I
| № | დასახელება | ათას. ლარი | შენიშვნა | |
| 1 | ფაქტობრივი შემოსავალი |
|
| |
| 2 | ფაქტობრივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები (ბიუჯეტში გადასახადების გარეშე) |
|
| |
| 3 | საბიუჯეტო გადასახადები (დღგ, აქციზის და მოგების გადასახადის გარეშე) |
|
| |
| 4 | ფაქტობრივი დასაბეგრი მოგება (სტრ.1-სტრ.2-სტრ.3) |
|
| |
| 5 | წლიური სავარაუდო დასაბეგრი მოგება (სტრ.4 : კვარტალში ნამუშევარი ფაქტიურ დღეთა რაოდენობა) X წელიწადის დღეთა რაოდენობა |
|
| |
| 6 | გადასახადი წლიური სავარაუდო მოგების მიხედვით სტრ.5 X 20% |
|
| |
| 7 | დასარიცხი მიმდინარე გადასახდელი 199 წლის: | 15 მაისისათვის |
|
|
|
|
| 15 აგვისტოსათვის |
|
|
|
|
| 15 ნოემბრისათვის |
|
|
ხელმძღვანელი (ხელმოწერა)
მთ. ბუღალტერი (ხელმოწერა)
ნაწილი II
საგადასახადო ინსპექციის აღნიშვნა
1. კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შემდეგი შესწორებები_______________
”––––”––––––––––––––––199 წ.
შემოწმების თარიღი (ხელმოწერა)
2. დეკლარაციით გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათზე დარიცხულია (შემცირებულია) გადასახდელად ____________________________________________________
”––––”––––––––––––––––––199 წ.
გატარების თარიღი (ხელმოწერა)
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი
მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია
| ფორმა № 03. |
| 1 | საგადასახადო წელი |
|
|
|
|
| დოკუმენტის მდებარეობის ნომერი | ||||||||||
|
|
|
| იხ.სახელმძღვანელოს პუნქტი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 | შაწარმოს დასახელება -იხ.სახელმძღვანელოს. პუნქტი 2 | 3 | გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი | ||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
| 4 | ქუჩა, სახლის ნომერი, ქალაქი/დაბა, რაიონი | ტელ № | 5 | ეკონ. საქმ. კოდი NACE | |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||
|
| საქართველოს საწარმო- აღნიშნეთ “X”- ით | 6 |
| ||||||||||||||||||||||||||
|
| უცხოური საწარმო საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობით –აღნიშნეთ “X”-ით | 7 |
| ||||||||||||||||||||||||||
|
| ლიკვიდაციის თარიღი | 8 | დღე | თვე | წელი | ||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
| დასაბეგრი მოგების გამოთვლა |
|
|
|
| ||
| ერთობლივი შემოსავალი |
|
|
|
| ||
| ერთობლივი შემოსავალი (ეკონომიკური საქმიანობიდან) |
|
| 9 |
| ||
| საწყისი სასაქონლო-მატერიალური მარაგები | 10 |
|
|
|
|
|
| შეძენილი ნედლეული და მასალები (მუხლი 77.1) | 11 |
|
|
|
|
|
| საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები | 12 |
|
|
|
|
|
| რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება (მიუმატეთ სტრიქონები10 და 11 და გამოაკელით სტრიქონი 12) | 13 |
|
|
| ||
| სხვა შემოსავალი (დანართი ა) |
|
| 14 |
| ||
| მთლიანი შემოსავალი(9 და 14 სტრიქონების ჯამს გამოაკელით სტრ. 13) |
|
| 15 |
| ||
| გამოქვითვები მთლიანი შემოსავლიდან საგადასახადო კოდექსის მიხედვით |
|
|
|
| ||
| ხარჯები მუშახელზე | 16 |
|
|
| ||
| ხარჯები უიმედო ვალებზე | 17 |
|
|
| ||
| კრედიტისათვის გადახდილი პროცენტები (მუხლი 50) | 18 |
|
|
| ||
| სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამუშაოებზე გაწეული ხარჯები | 19 |
|
|
| ||
| ამორტიზაცია (დანართი ბ) | 20 |
|
|
| ||
| სადაზღვევო ხარჯები | 21 |
|
|
| ||
| ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები | 22 |
|
|
| ||
| გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები (დანართი ა) | 23 |
|
|
| ||
| მთლიანი გამოქვითვები (შეკრიბეთ სტრიქონები 16-დან –23-მდე) | 24 |
|
|
| ||
|
|
|
|
|
| ||
| მოგება –(სტრ.15-ს გამოაკელით სტრ. 24) |
|
| 25 |
| ||
| ზარალი, რომელიც უნდა გადატანილ იქნეს – (სტრ. 24-ს გამოაკელით სტრ.15) | 26 |
|
|
| ||
| წინა წლების ზარალის გამოქვითვა | 27 |
|
|
| ||
| დასაბეგრი მოგება –(სტრ. 25-ს გამოაკელით სტრ. 27) |
|
| 28 |
| ||
| გადასახდელი ან ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშება |
|
|
|
| ||
|
გადასახადი დასაბეგრ მოგებაზე – 28 სტრიქონის 20% |
|
| 29 |
| ||
| საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადის თანხა(კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლში განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით) | 30
|
|
|
| ||
| გადახდის წყაროსთან პროცენტებზე და/ან დივიდენდებზე დაქვითული გადასახადი
| 31 |
|
|
|
| წინასწარ გადახდილი თანხები | საგადასახადო დავალების №. | თარიღი | თანხა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გადახდილი გადასახადების მთლიანი თანხა | 32 |
|
|
| |||
| ჯამი | 33 |
| 34 |
| |||
| გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში –(სტრ. 34-ს გამოაკლით სტრ.33) |
|
| 35 |
| |||
| ზედმეტად გადახდილი თანხა საანგარიშო პერიოდში–(სტრ.33-ს გამოაკელით სტრ.34) | 36 |
|
|
|
|
ვადასტურებ, რომ ამ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად მოიცავს ყველა წყაროდან მიღებულ მოგებას ამ საგადასახადო პერიოდისთვის
ხელმოწერა------------------------------------ თარიღი -------------------------------------- ბ.ა დღე, თვე, წელი
|
დამოუკიდებელი აუდიტორის ხელმოწერა იმ შემთხვევაში, თუ ის ეხმარება გადამხდელს დეკლარაციის შევსებაში.
| აუდიტორის ხელმოწერა -------------------------------აუდიტორის საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ბ.ა.
საგადასახადო ინსპექციის აღნიშვნა
1. კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შემდეგი შესწორებები
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
შემოწმების თარიღი ,,––––––“ –––––––––––––––––––– 199 წ. (ხელმოწერა)
2. ამ დეკლარაციით გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათზე დარიცხულია(შემცირებულია) გადასახდელად
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
გატარების თარიღი ,,––––––“ –––––––––––––––––––––– 199 წ. (ხელმოწერა)
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი
მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია
სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლებისა და გამოქვითვების ცხრილი
| ფორმა № 03 დანართი ა |
| 1 | საგადასახადო წელი |
|
|
|
|
| დოკუმენტის მდებარე- ობის ნომერი | ||||||||||
|
|
|
| იხ. სახელმძღვანელო |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 | საწარმოს დასახელება | 3 | გადამხდელის საიდენტი-- ფიკაციო ნომერი | ||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
I. სხვა შემოსავალი
| შემოსავლის აღწერა | თანხა |
| 1. პროცენტი/დივიდენდი |
|
| 2. სხვაობა საბაზრო ფასსა და გასაყიდ ფასს შორის(მუხლი 80) |
|
| 3. ადრე გამოქვითული საეჭვო ვალების ანაზღაურება |
|
| 4. შეზღუდული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი |
|
| 5. ამორტიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი თანხა (დანართი ბ) |
|
| 6. |
|
| 7. |
|
| 8. |
|
| 9. მთლიანი სხვა შემოსავალი – გადაიტანეთ ფორმა 03 –ის 14 სტრიქონზე |
|
II. სხვა გამოქვითვები
| გამოქვითვების აღწერა | თანხა |
| 1. გამოქვითვას დაქვემდებარებული ამორტიზაციის თანხა (დანართი ბ) |
|
| 2.ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, რომლებიც ექვემდებარება გამოქვითვას (საგადასახადო კოდექსის 59 მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით) |
|
| 3. |
|
| 4. |
|
| 5. |
|
| 6. მთლიანი სხვა გამოქვითვები – გადაიტანეთ ფორმა 03 –ის 23 სტრიქონზე |
|
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი
მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია
ამორტიზაციის ცხრილი
| ფორმა №03 დანართი ბ |
| 1 | საგადასახადო წელი
იხ. სახელმძღვანელო |
|
|
|
|
| დოკუმენტის მდებარეობის ნომერი | ||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 | საწარმოს დასახელება | 3 | გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი | ||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ჯგუფის ნომერი | ჯამი | |||||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| |
| 4 | ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გასული წლის ბოლოს |
|
|
|
|
|
|
| 5 | გასულ წელს დარიცხული ამორტიზაცია |
|
|
|
|
|
|
| 6 | დამატებული ძირითადი საშუალებების ღირებულება |
|
|
|
|
|
|
| 7 | რეალიზებული ძირითადი საშუალებები |
|
|
|
|
|
|
| 8 | ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების ზღვრულ ოდენობაზე გადამეტება |
|
|
|
|
|
|
| 9 | ღირებულების ბალანსი წლის ბოლოს |
|
|
|
|
|
|
| 10 | ამორტიზაციის ნორმა (%) | 20% |
|
| 7% | 10% |
|
| 11 | ამოტიზაციის თანხა (სტრიქონის ჯამი გადაიტანეთ ფორმა № 03-ის მე-20 სტრ-ზე |
|
|
|
|
|
|
| 12 | ერთობლივ შემოსავალზე დამატებული თანხა (სტრიქონის ჯამი გადაიტანეთ დანართი”ა”-ს 1 ნაწილის სტრ.5-ზე |
|
|
|
|
|
|
| 13 | ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხა (სტრიქონის ჯამი გადაიტანეთ დანართი “ა”-ს II ნაწილის სტრ.1-ზე |
|
|
|
|
|
|
შენიშვნა:
1. თუ სტრ.7-სტრ.4+სტრ.5-სტრ.6-სტრ.8>0, მაშინ სტრ.9-ში ჩაწერეთ 0 და სხვაობა გადაიტანეთ სტრ.12-ზე, სხვა შემთხვევებში სხვაობა გადაიტანეთ სტრ.9-ში.
2. თუ სტრ.4-სტრ5+სტრ.6-სტრ.7+სტრ.8 0-სა და 100 შორისაა, მაშინ შეიტანეთ სხვაობა სტრ.13-ში, სხვა შემთხვევებში შეიტანეთ სტრ.9-ში.
3. თუ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებული ან ლიკვიდირებულია, შეიტანეთ 0 სტრ.9-ში და სტრ.4-სტრ.5+სტრ.6-სტრ.7+სტრ.8 შედეგად მიღებული სხვაობა შეიტანეთ სტრ.13-ში.
4. სტრ.10-ის მე-2 და მე-3 ჯგუფებისათვის შეიძლება გამოიყენოთ დაჩქარებული ამორტიზაციის ორმაგი ნორმა. ზღვრული ნორმები ამ ჯგუფებისათვის შემდეგია:
ჯგუფი2: 15x2=30
ჯგუფი3: 8x2=16.