საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1535
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-12
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.096
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება და დამატება:

1. 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამხედრო სამსახურში შესვლა, გარდა 1101 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1101 მუხლი:

     „მუხლი 1101. სამხედრო ვალდებულთა შრომითი გარანტია

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ მუშებსა და მოსამსახურეებს ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) ხელფასის შეუნარჩუნებლად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1535 –  IIს

კრებსითი — სრული ვერსია