საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი
2007-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-12
სარეგისტრაციო კოდი
110060010.39.036.009923
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.009.923

საქართველოს გენერალური პროკურორის

 ბრძანება №5

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 5 იანვრის №2 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 12 ივლისის ბრძანება №28 - სსმ III, №99, 12.07.2007 წ., მუხ.1058

დანართი

საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – გორის, ხაშურის და მცხეთის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

4. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

5. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

6. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 12 ივლისის ბრძანება №28 - სსმ III, №99, 12.07.2007 წ., მუხ.1058

კრებსითი — სრული ვერსია