„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-24
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016406
„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2011 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების   მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილების (სსმ, 13.12.2010 წ.) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი  აქტით დამტკიცებული საკონკურსო პირობების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილმა კომისიამ კონკურსის წესით გამოავლინოს გამარჯვებული ამ დადგენილებით შესყიდული ან დონო­რების მიერ რეაბი­ლი­ტირებული ობიექტების მართვის უფლებით გადაცე­მას­თან დაკავშირე­ბით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია