საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი
2004-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-07
სარეგისტრაციო კოდი
110060010.39.036.006916
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.006.916

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №7

2004 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ს” ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 7 თებერვლის ბრძანება №4-სსმIII,№14, 07.02.2005წ., მუხ.144

2.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №16-სსმIII,№113, 27.09.2005წ., მუხ.1246

3.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

4.საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

5.საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №52-სსმIII,№158, 24.11.2006წ., მუხ.2173

6.საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 23 მაისის ბრძანება №25-სსმIII,№73, 23.05.2007წ., მუხ.787

7.ძალადაკარგულია-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №257-სსმIII,№161,07.11.2008წ., მუხ.1630

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

 ეს წესი, „პროკურატურის შესახებ” საქართვე­ლოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის პირობებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

    მუხლი 2.

სტაჟირების ძირითად მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება საპროკურორო-საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.

    მუხლი 3.

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ახალგაზრდა მუშაკებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმდებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობებს.

თავი II

სტაჟირების კომისია

    მუხლი 4.

სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანოებში იქმნება საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი).

    მუხლი 5.

1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან.

2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ პროკურატურის მუშაკები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.

3. კომისიაში პროკურატურის მუშაკთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 7 თებერვლის ბრძანება №4-სსმIII,№14, 07.02.2005წ., მუხ.144

საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 23 მაისის ბრძანება №25-სსმIII,№73, 23.05.2007წ., მუხ.787

    მუხლი 6.

1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

8. კომისია სტაჟირების პერიოდში:

ა) საქართველოს პროკურატურის შესაბამის ორგანოსთან (სტრუქტურულ დანაყოფთან) ერთად უზრუნველყოფს სტაჟიორად დანიშნული პირის მიერ პროკურატურის მუშაკისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული და ორგანიზაციული ჩვევების შესწავლას;

ბ) აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობის სპეციფიკის, მის მიერ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავების, დანაშაულის გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის განხორციელებაში მისი მონაწილეობის პროცესს;

გ) ახორციელებს სტაჟიორის მიერ დანაშაულის გამოძიებისას კრიმინალისტიკური ტექნიკის საშუალებათა გამოყენების შესწავლას;

დ) ხელმისაწვდომს ხდის სტაჟიორთათვის იურიდიულ მეცნიერებათა ახალ მიღწევებს და კანონმდებლობის სიახლეებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

თავი III

სამდივნო და კონკურსი

    მუხლი 7.

1. პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.

2. კონკურსის მიზანია სტაჟიორად დასანიშნ პირთა შერჩევა და პროკურატურის ორგანოებში დასანიშნ პირთა რეზერვის ფორმირება.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

    მუხლი 8.

1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

2. (ამოღებულია).

3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.

4. (ამოღებულია).

5. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობების ასლები;

გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);

დ) დიპლომის ასლი, ნიშნების ფურცელთან ერთად;

ე) ორი რეკომენდაცია;

ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ორი ფოტოსურათი (3X4);

თ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

ბ) ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან;

გ) სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი;

    დ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 9.

1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი და მეორე ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მესამე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.

2. კონკურსის პროგრამას ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 10.

1. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს.

ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;

გ) იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;

დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.

4. კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

5. წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირვე­ლი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №52-სსმIII,№158, 24.11.2006წ., მუხ.2173

     მუხლი 11.

1. კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების (ტესტირების) გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს.

3. კონკურსის მესამე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) მეორე ეტაპს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 12.

სტაჟიორობის კანდიდატს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 13.

კომისიის თავმჯდომარე წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების შედეგებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 14.

წერილობითი კონკურსის (ტესტირების) ორივე ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 15.

სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისათვის ტარდება გასაუბრება.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 16.

გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს წერილობითი კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

    მუხლი 17.

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.

    მუხლი 18.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.

    მუხლი 19.

1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის სამივე ეტაპი.

2. გენერალური პროკურორი განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად პროკურატურის ორგანოებში.

21. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რე­კომენ­დაციის საფუძველზე, გენერალური პროკურო­რის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.

3. სტაჟიორს გენერალური პროკურორის სტაჟირების ვადით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი.

4. გენერალური პროკურორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს საქართველოს პროკურატურის იმ ორგანოს (სტრუქტურული დანაყოფის) ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.

5. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში, მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №28-სსმIII,№135, 21.11.2005წ., მუხ.1496

თავი IV

სტაჟირების ვადა

    მუხლი 20.

1. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

2. სტაჟიორს კომისიის თავმჯდომარე განუსაზღვრავს სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ პროგრამას.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენ­დაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არა უადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშ­ნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკან­ტურ თანამდებობაზე.

4. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძველ­ზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება.

5. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის განხილ­ვის პროცესში სტაჟიორის მონაწილეობა სა­ვალ­­დებულოა.

6. სამუშაოზე ხანძლივად არყოფნის პერიოდი (ხანძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება და სხვა) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.

7. სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №16-სსმIII,№113, 27.09.2005წ., მუხ.1246

თავი V

სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

    მუხლი 21.

1. სტაჟიორს უფლება აქვს:

ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებები და ღონისძიებები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

2. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;

ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებითა და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები.

თავი VI

საქართველოს პროკურატურის მოვალეობები

    მუხლი 22.

1. საქართველოს პროკურატურა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი) უზრუნველყოფს სტაჟირების ვადით სტაჟიორებზე შესაბამისი პირადობის მოწმობების გაცემას.

    მუხლი 23.

1. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას. სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.

4. სტაჟირების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

    მუხლი 24.

სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საკადრო უზრუნ­ველ­ყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტა­ჟირების ხელმძღვანელის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან ათი დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა სტა­ჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრუ­ლებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კომი­სიის თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

თავი VII

სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა

    მუხლი 25.

1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;

გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

დ) ამ წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალის­წინებულ შემთხვევაში პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;

ე) “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანუ­ლი კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”–”გ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურა­ტურის გენერალური ინსპექციის ან სტაჟირების ხელ­მძღვანელის წინადადებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”–”გ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტა­ჟი­­რე­ბის შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი საქართვე­ლოს გენერალური პროკურატურის მიერ გაცემულ სამსა­ხურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწი­ნებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვე­ვაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკუ­რა­ტურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” – ”გ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს იმ დოკუმენტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

თავი VIII

სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება და საქართველოს პროკურატურის რეზერვი

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

    მუხლი 26.

1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომი­სია ერთი თვის განმავლობაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.

2. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების სა­ფუძ­ველზე გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:

ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალი­ფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფი­კაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება საქართვე­ლოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთ­ხოვნებს.

3. კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები გენერალური პროკურორის ბრძანებით ინიშნებიან შესაბა­მის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ირიცხებიან საქართველოს პროკურა­ტურის რეზერვში (შემდგომში – რეზერვი).

4. რეზერვის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანდიდატების შერჩევა საქართველოს პრო­კურატურაში წარმოქმნილი ვაკანსიების დასაკავებლად.

5. პროკურატურის ორგანოებში ვაკანსიის წარმო­შობის შემთხვევაში, რეზერვში ჩარიცხული პირის თან­­ხმობით, კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს რეზერვში ჩარიცხულ იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთ­ხოვნებს. გენერალური პროკურორის მიერ კანდიდა­ტის მოწონების შემთხვევაში რეზერვში ჩარიცხული პირი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე.

6. პირი, რომელმაც გაიარა სტაჟირება, საქართვე­ლოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებო­ბაზე არ ინიშნება, ხოლო რეზერვში ჩარიცხული პირი რეზერვიდან ამოირიცხება:

ა) გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;

ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გა­ნა­ჩე­ნის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსი­ქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაა­ვადების შემთხვევაში;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდუ­ლი ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;

ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძ­ვლით დათხოვნის შემთხვევაში;

ვ) ორი წლის განმავლობაში რეზერვში ჩარიცხული პირის პროკურატურის ორგანოებში დაუნიშნავობის შემთხვევაში, თუ თანამდებობაზე დაუნიშნავობა გამო­წვეულია რეზერვში ჩარიცხული პირის მიზეზით.

7. პირის რეზერვიდან ამორიცხვა ხდება სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

8. რეზერვში ჩარიცხული პირი, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნ­ქტის შესაბამისად, ექვემდებარება ატესტაციას.

9. რეზერვში ჩარიცხული პირთა აღრიცხვას აწარ­მოებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

10. რეზერვში ჩარიცხულ პირს რეზერვში ყოფნის პერიოდი ეთვლება საერთო შრომის სტაჟში.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №23-სსმIII,№124, 26.10.2005წ., მუხ.1385

თავი IX

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 27.

1. წინამდებარე წესი (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა) არ ვრცელდება ამ წესის ამოქმედებამდე პროკურატურის ორგანოებში დანიშნულ სტაჟიორებზე.

2. პროკურატურის ორგანოებში წინამდებარე წესის ამოქმედებამდე დანიშნული სტაჟიორების პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეაფასებს და მათთვის სტაჟირების მოხსნის საკითხს განიხილავს კომისია.

3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება წინამდებარე წესის ამოქმედებამდე დანიშნული სტაჟიორების ხელმძღვანელთა ინფორმაციისა და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სტაჟიორის მონაწილეობა საკითხის განხილვის პროცესში.

თავი X

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 28.

დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 29.

ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

კრებსითი — სრული ვერსია