„2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4787-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-24
სარეგისტრაციო კოდი
480150000.09.001.016051
„2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ცნობად იქნეს მიღებული „2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება.

2. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია „2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს მონიტორინგი „2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                   დ. ბაქრაძე

თბილისი,

2011 წლის 17 ივნისი.

№4787–Iს

კრებსითი — სრული ვერსია