თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის,ძაღლისა და კატის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2022-02-23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016067
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის,ძაღლისა და კატის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება № 115

2011 წელი 15 ივნისი

ქ. ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე და 148-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე პირუტყვის, ძაღლის, კატის ყოლისა და შენახვის წესი.

/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლისა და 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილება.

მუხლი 3. დაევალოთ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს, უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილებისათვის მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის დარღვევის ფაქტების თაობაზე.

ქუთაისის საკრებულოს  201 2 წლის 20 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 27.03.201 2 წ.

მუხლი 4. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას საჯარიმო ქვითრების ფორმები დანართი №2-ის, №3-ისა და №4-ის მიხედვით.

ქუთაისის საკრებულოს  201 2 წლის 20 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 27.03.201 2 წ.

მუხლი 5. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილებას, აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

მუხლი 6. (ამოღებულია).

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

მუხლი 7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           ა.ხვადაგიანი

დანართი № 1

ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე პირუტყვის, ძაღლისა და კატის ყოლისა და შენახვის წესი

1. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ სხვადასხვა სახის პირუტყვი /წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი, კატა/.

2. აკრძალულია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლა, რაც მოიცავს ქალაქ ქუთაისის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვება-დატოვებას;

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

3. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 20 ლარის ოდენობით;

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

4. პარკში, სკვერში, ბულვარში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის მიზნით, მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას.

6. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.

7. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

8. იზოლირებული ცხოველის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილებას და წარუდგინოს ცხოველის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან ცხოველის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით, მეზობლების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

9. ძაღლის, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკსა და სკვერში, მფლობელი გაფრთხილდება ან დაჯარიმდება 20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების, წლის განმავლობაში განმეორეობით ჩადენისას მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების თანამშრომელთა მიერ.

ქუთაისის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლ ისის დადგენილება №1 21 – ვებგვერდი, 04 .0 8 .2011წ.

10. ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილება აწარმოებს გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რეესტრს დადგენილი წესის შესაბამისად.

11. პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:

ა. არ დაუშვას პირუტყვის გაშვება პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე /ძაღლების გასეირნება ქალაქის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბმელისა და ალიკაპის გამოყენებით/;

ბ. მკაცრად დაიცვან ცხოველების შენახვის წესები, უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან ცხოველების მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება.

გ. ცხოველების ტრანსპორტით გადაყვანისას, უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოების წესების დაცვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

12. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი ცხოველები ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ იზოლაციას.

13. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში, მათი ტრანსპორტირება ხდება სპეციალური ტრანსპორტის საშუალებით, განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

14. წინამდებარე წესის დამრღვევი მოქალაქეები ჯარიმდებიან ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების მიერ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

დანართი №2

ქუთაისის საკრებულოს  201 2 წლის 20 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 27.03.201 2 წ.

პირველი ნაწილი

საჯარიმო ქვითარი

№000000 სერია _ ქქ 000000

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით

გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის)

უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):                                                  

საჯარიმო ქვითრის შედგენის ადგილი:                                                                         

დარღვევა:                                                                                                                                     

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის                          

ჯარიმის ოდენობა:                                                                                                                      

ოქმის შემდგენლის ხელმოწერა:                                                                                                            

ინფორმაცია დამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი:                                                                 

მისამართი:                                                                                                                                    

პირადი №                                                   ხელმოწერა:                                                              

შენიშვნა:                                                                                                                ____________           

მეორე ნაწილი

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში                                           №000000

გადამხდელის სახელი, გვარი                                          ჯარიმის ოდენობა

გადამხდელის მისამართი                                                გადამხდელის ხელმოწერა

 სახაზინო კოდი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე (ბულვარში, პარკში და სკვერში) საბმელის ან/და ალიკაპის გარეშე ძაღლის ყოლის შემთხვევის დაფიქსირებისას დამრღვევი ჯარიმდება 20 ლარით, ხოლო წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 50 ლარის ოდენობით.

ძაღლი მესაკუთრეს დაუბრუნდება ძაღლის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე ძაღლის გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

ჯარიმის, ძაღლის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ასანაზღაურებელი თანხის გადახდა სავალდებულოა სამართალდარღვევის ჩადენიდან 20 დღის ვადაში შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები: ერთიანი ანგარიში (არასაგადასახადო), ქუთაისი

ანგარიში № 200122900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

                                                                   შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები),

სახაზინო კოდი: 300183254                                 მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი

                                                                            ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

ერთიანი ანგარიში (არასაგადასახადო), ქუთაისი

ანგარიში № 200122900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

                                                                   შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები),

სახაზინო კოდი: 300183254                     მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი

                                                                   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

დანართი №3

ქუთაისის საკრებულოს  201 2 წლის 20 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 27.03.201 2 წ.

პირველი ნაწილი

საჯარიმო ქვითარი

№000000 სერია – ქქ 000000

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას)

უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):                                                  

საჯარიმო ქვითრის შედგენის ადგილი:                                                                         

დარღვევა:                                                                                                                                     

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის                          

ჯარიმის ოდენობა:                                                                                                                      

ოქმის შემდგენლის ხელმოწერა:                                                                                                            

ინფორმაცია დამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი:                                                                 

მისამართი:                                                                                                                                    

პირადი №                                                   ხელმოწერა:                                                              

შენიშვნა:                                                                            __________                                       

მეორე ნაწილი

 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში                                                      №000000

გადამხდელის სახელი, გვარი                                          ჯარიმის ოდენობა

გადამხდელის მისამართი                                                გადამხდელის ხელმოწერა

 სახაზინო კოდი                 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, მეთვალყურეობით ან/და მეთვალყურეობის გარეშე პირუტყვის ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას დამრღვევი ჯარიმდება 20 ლარის ოდენობით.

მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ასანაზღაურებელი თანხის გადახდა სავალდებულოა სამართალდარღვევის ჩადენიდან 20 დღის ვადაში შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები: ანგარიში (არასაგადასახადო), ქუთაისი

ანგარიში № 200122900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

                                                                   შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები),

სახაზინო კოდი: 300183254                     მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი

                                                                   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

სამართალდარღვევის ჩადენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებლად განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას (მის.: რუსთაველის გამზირი №3, ტელ.: 24-18-86, 24-39-73).

ანგარიში: (არასაგადასახადო), ქუთაისი

დანართი №4

ქუთაისის საკრებულოს  201 2 წლის 20 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 27.03.201 2 წ.

პირველი ნაწილი

საჯარიმო ქვითარი

№000000 სერია – ქქ 000000

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას)

უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):                                                  

საჯარიმო ქვითრის შედგენის ადგილი:                                                                         

დარღვევა:                                                                                                                                     

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის                          

ჯარიმის ოდენობა:                                                                                                                      

ოქმის შემდგენლის ხელმოწერა:                                                                                                            

ინფორმაცია დამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი:                                                                 

მისამართი:                                                                                                                                    

პირადი №                                                   ხელმოწერა:                                                              

შენიშვნა:                                                                                                    _______                     

მეორე ნაწილი

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში                                           №000000

გადამხდელის სახელი, გვარი                                          ჯარიმის ოდენობა

გადამხდელის მისამართი                                                გადამხდელის ხელმოწერა

 სახაზინო კოდი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე (ბულვარში, პარკში ან სკვერში) მეთვალყურეობით ან/და მეთვალყურეობის გარეშე, პირუტყვის ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას დამრღვევი ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით.

მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ასანაზღაურებელი თანხის გადახდა სავალდებულოა სამართალდარღვევის ჩადენიდან 20 დღის ვადაში შემდეგ ანგარიშზე:

ანგარიში: (არასაგადასახადო), ქუთაისი

ანგარიში № 200122900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

                                                       შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები),

სახაზინო კოდი: 300183254         მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი

                                                       ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

სამართალდარღვევის ჩადენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებლად განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას (მის.: რუსთაველის გამზირი №3, ტელ.: 24-18-86, 24-39-73)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე (ბულვარში, პარკში ან სკვერში) მეთვალყურეობით ან/და მეთვალყურეობის გარეშე, პირუტყვის ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას დამრღვევი ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით.

მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ასანაზღაურებელი თანხის გადახდა სავალდებულოა სამართალდარღვევის ჩადენიდან 20 დღის ვადაში შემდეგ ანგარიშზე:

ანგარიში: (არასაგადასახადო), ქუთაისი

ანგარიში № 200122900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

                                                       შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები),

სახაზინო კოდი: 300183254         მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი

                                                       ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

სამართალდარღვევის ჩადენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებლად განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას (მის.: რუსთაველის გამზირი №3, ტელ.: 24-18-86, 24-39-73).

კრებსითი — სრული ვერსია