"მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
1998-12-23
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-20
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(3).003.000444
"მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                 090.010.003.441

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის

დადგენილება №18      

1998 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

"მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უცხოურ ვალუტაში ნაშთების უცვლელობის პირობებში ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების  ზრდა, რაც განპირობებულია  1998 წლის დეკემბერში უცხოური ვალუტის მიმართ  ეროვნული  ვალუტის  გაცვლითი  კურსის  მკვეთრი შემცირებით, კომერციულ ბანკებს  ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე სახსრების  დარეზერვებასთან  დაკავშირებით უქმნის ლიკვიდურობის პრობლემას.

აღნიშნულის  თავიდან  აცილების  მიზნით,  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15  დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ბანკების მიერ  მინიმალური  სარეზერსო  მოთხოვნების  დეკადურად  გამოანგარიშება და გადახდა დაიწყოს 1999 წლის 1 იანვრიდან გასული თვის მესამე დეკადის ბალანსის  საფუძველზე, მას შემდეგ, რაც კომერციული ბანკები მიიღებენ ეროვნულ ბანკში 815 ანგარიშზე  დეპონირებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის თანხას.".

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია