თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7/4
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-27
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016047
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7/4

2011 წლის 15 ივნისი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა  და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის  №898   ბრძანებულების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 27 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 03.04.2013 წ.

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება:

ა) ქ. თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი  საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით;

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით;

გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 10.06.2013 წ.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი , 03.04.2013 წ.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 10.06.2013 წ.

3. ძალადაკარგულია - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება № 120 - ვებგვერდი, 0 2.0 4.201 5 წ.

კრებსითი — სრული ვერსია