თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7/3
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებით („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებპორტალი, 110414020,18.04.2011) დამტკიცებული დანართი 1, თავი I-ის მესამე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი