საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) 16 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 18 მაისი.
№1456–რს