,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-16
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.143.016068
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2011 წლის 13 ივნისი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის  №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის  №30 დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:

ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;

ბ) დედ-მამით ობლები ან/და მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-70 000 ქულის ფარგლებშია;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-70 000 ქულის ფარგლებშია.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №15).

საკრებულოს თავმჯდომარე დ.ლომიძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია