ქ. თბილისის მერის
ბრძანება №18
2011 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დ ებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 18 ივნისის № 33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” ქალაქ თბილისის მერიის 2009 წლის 18 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების მე-7 მუხლის „ჟ’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ჟ) ქ. თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით, ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტების, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში სარეგისტრაციოდ მომზადება, გადაცემა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება;”.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა