„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-15
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016039
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

2011 წლის 7 ივნისი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის #32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის #32 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა” 06.04.2007წ., #54 (22.798), გვ.7-9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს ,,ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;“.

ბ) დებულების მე–3 მუხლის 1–ლ პუნქტს ,,დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;“.

გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტ­რუქ­­ტუ­რული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტი­ლებებსა და საქმი­ანო­ბაზე;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღ­ვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამ­სახუ­რეებს. დასანიშ­ნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღ­ვა­ნელის კანდიდატურას;

ვ) დამტკიცებული დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუს­­ხას;

ზ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დე­ბუ­ლებასა და სტრუქტურას, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;“.

დ) დებულების მე-5 მუხლის, 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, მე-3 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) დებულების მე-7 მუხლის, ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლება­მო­სი­ლებათა გან­ხორ­ციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზა­ციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;“.

ვ) დებულების მე-8 მუხლის, 1-ლი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნ­ველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;“.

     2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მთავრობის თავმჯდომარე                                                                                     ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია