აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №20
2011 წლის 7 ივნისი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქ-ვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ № 196-197, 09.10.04, გვ 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება –ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მოსამსახურეთა რიცხოვნება განისაზღვროს 42 (ორმოცდაორი) საშტატო და საჭიროებისამებრ არა უმეტეს 175 (ას სამოცდათხუთმეტი) შტატგარეშე ერთეულის ფარგლებში, თანახმად დანართისა.
2. დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ. შექმნას არასამეწარმეო არაკომერციული იურდიული პირი.“.
4. დადგენილების 1-ლი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან, ხოლო დადგენილების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება_ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სააგენტოს 2011 წლის შტატგარეშე
| № | თანამდებობა | ერთეული | თანამდებობრივი | სულ ანაზღაურება | შენიშვნა | |
| I_ მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური | ||||||
| 1 | რეჟისორი | 1 | 800 | 800 | ანაზღაურება მოხდება საკუთარი შემოსულობებით | |
| 2 | ოპერატორი | 2 | 700 | 1,400 | ||
| 3 | მემონტაჟე | 2 | 700 | 1,400 | ||
|
| ჯამი: | 5 |
| 3,600 |
| |
| II_გადამცემი სადგურების ექსპლუატაციის განყოფილება | ||||||
| 4 | ინჟინერი | 3 | 730 | 2,190 | ანაზღაურება მოხდება ტელევიზიის ბიუჯეტიდან | |
| 5 | ელექტრო მექანიკოსი | 1 | 630 | 630 | ||
| 6 | ენერგეტიკოსი | 1 | 600 | 600 | ||
| 7 | მეანძე-შემდუღებელი | 2 | 550 | 1,100 | ||
| 8 | ტექნიკოსი | 1 | 450 | ложь | ||
| 9 | ტექნიკოსი (მუნიციპალიტეტებში | 2 | 400 | 800 | ||
| 10 | დისპეტჩერი | 1 | 500 | 500 | ||
| 11 | მძღოლი | 1 | 650 | 650 | ||
| 12 | კოორდინატორი (მუნიციპალიტეტებში) | 1 | 500 | 500 | ||
| 13 | კოორდინატორი (მუნიციპალიტეტებში) | 4 | 450 | 1,800 | ||
| 14 | ელექტრომექანიკოსი (მუნიციპალიტეტებში) | 5 | 400 | 2,000 | ||
| 15 | სადგურის უფროსი (ხელვაჩაური - ომბალური) | 1 | 550 | 550 | ||
| 16 | ელექტრომექანიკოსი (ომბალური) | 2 | 450 | 900 | ||
| 17 | უფროსი ინჟინერი | 1 | 500 | 500 | ||
|
| ჯამი: | 26 |
| 12,720 |
|