“საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1670
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-10-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-11-20
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.442
“საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს  კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიწისა და“, ხოლო ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%;

ნ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%, ქალაქ თბილისის გარდა, რომლიდანაც ჩაირიცხება 40%;“, ხოლო „მ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ო“ ქვეპუნქტად.

2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 7% ჩაირიცხება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო ანგარიშზე მიწის რეფორმის ღონისძიებათა დასაფინანსებლად და 3% – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე ქალაქების, რაიონების გენერალური გეგმების, განაშენიანების პროექტებისა და სქემების შესადგენად.“.

3. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%, საიდანაც განხორციელდება აღნიშნული კანონის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება;

მ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 40%, ქალაქ თბილისის გარდა, რომლიდანაც ჩაირიცხება 50%;“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ნ“ ქვეპუნქტად.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი

1998 წლის 30 ოქტომბერი.

№1670-Iს

კრებსითი — სრული ვერსია