„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების,ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-16
სარეგისტრაციო კოდი
240120100.35.139.016033
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების,ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1 9

2011 წლის 3 ივნისი

ქ. ბორჯომი

  „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

    მუხლი 1

 „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები (საკანონმდებლო მაცნე , ვებპორტალი, 060111, 06/01/2011 240120100.35.139.016013:

ა) დადგენილების მე-4 მუხლში სიტყვები ”მუნიციპალიტეტის საკრებულოს” შეიცვალოს სიტყვებით ”თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს.” .

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე  ბ.ქურდაძე

კრებსითი — სრული ვერსია