სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.012.311
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №246
2008 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანდართული ფორმა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 ივლისის №797 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ძალაშია 2008 წლის 3 ნოემბრიდან.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანება №161 - სსმ Ш, №95, 31.07.2009 წ., მუხ.1031