კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2003-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-07
სარეგისტრაციო კოდი
220010040.09.109.006073
კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.009.006.073

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №40

2003 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, მონეტარული ფონისა და საბანკო სისტემის ფუნქციონირებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით მიღებული ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის” თანახმად, დადგინდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემდეგი ნორმები:

 ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 9 პროცენტი;

 ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 13  პროცენტი;

 ვ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 4  პროცენტი;

 გ) უცხოური ვალუტით საშუალო  მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 0 პროცენტი.   

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში  მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ” საქართველოს  ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 4 ივლისის  №30 დადგენილება.

3.  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2003 წლის 20 სექტემბრიდან.

  საბჭო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                   მ. კაკულია

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის დადგენილება №19-სსმIII,№61,15.06.2004წ.,მუხ.533

 

კრებსითი — სრული ვერსია