საქართველოს კანონი
„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს მე-2 წინადადების შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 15 ოქტომბერი.
№1646–Iს