„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ” ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2003-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010340000.12.222.005862
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ” ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.12.222.005.562

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №17

2003 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ” ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა)” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული „სახელმწიფო დაცვის სპეცილურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ” ხელშეკრულების თანდართული ნიმუში.

2. კადრების სამმართველოს უფროსმა (სახელმწიფო დაცვის მაიორი ა. არაყიშვილი) სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოს თანდართული ნიმუშის მიხედვით.

3. ბრძანება გაეცნოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს.

4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამსახურის უფროსის მოადგილეს, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკ გ. ბენაშვილს.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი                    ს. პაპაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №483-სსმIII,№83,18.06.2007წ.,მუხ.899

 

 

ნიმუში

ხელშეკრულება №

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ

 

ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის (ან მისი მოადგილის), ----------------------------------------- სახით (შემდგომში – სამსახური) და, მეორე მხრივ ----------------------------------------------------------------------------, (შემდგომში – მოსამსახურე)

საქართველოს კანონების “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:

 

I. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება.

 

II. ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები

2.1. მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ძალაში შედის სამსახურში მოსამსახურის ჩარიცხვის ბრძანებაზე სამსახურის უფროსის ხელმოწერის დღიდან.

2.2. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება სამხედრო ფიცისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის მიღების დღიდან.

 

III. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

3.1. სამსახური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოცილური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საშტატო კატეგორიით დადგენილი ოდენობით;

ბ) გააცნოს მოსამსახურეს საქართველოს კანონის “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” მოთხოვნები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;

გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;

დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში შესაბამისი ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლად ჩათვლის მიზნით.

3.2. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი;

ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი;

გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

3.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამასად.

 

IV. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები

4.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ------------ თვით.

4.2. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.

 

V. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები

5.1. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

5.2. მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით ნამსახურები ვადა არ ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსხურის ვადაში და პირი სამხედრო ვალდებულების მოხდას დაექვემდებარება ჩვეულებრივი წესით.

5.3. ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

VI. დამატებითი პირობები

6.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზმპლარი თითოეული მხარისათვის.

 

სახელწიფო დაცვის სპეციალური                                              კონტრაქტორი

სამსახურის რეკვიზიტები                                                          

----------------------------------------                               ----------------------------------

----------------------------------------                               ----------------------------------

----------------------------------------                               ----------------------------------

----------------------------------------                               ----------------------------------

----------------------------------------                               ----------------------------------

“----------” “-------------------”200 წ.                               “--------” “--------------” 200 წ.

 

                                                       ბ.ა.

კრებსითი — სრული ვერსია