სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
91/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-22
სარეგისტრაციო კოდი
470230000.11.119.005799
სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.799

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №91/ნ

2003 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

“საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების ყოველწლიურად მზარდი ოდენობები კატეგორიების მიხედვით შემდეგი სახით:

 

წელი

სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით

2003 წელი

25 პირველი კატეგორიის კრედიტსაათი

2004 წელი

50 პირველი კატეგორიის კრედიტსაათი

2005 წელი

75 პირველი კატეგორიის კრედიტსაათი

2006 წელი

100 პირველი კატეგორიის კრედიტსაათი

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 იანვრის ბრძანება №25/ნ-სსმIII,№13,05.02.2004წ.,მუხ.121

 

კრებსითი — სრული ვერსია