„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-09
სარეგისტრაციო კოდი
360110010.22.023.016060
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №19

2011 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით (სსმ 16.05.11წ. ვებ პორტალი 110511012) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „პ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ1) ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.“.

მუხლი 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ.ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია